ცესკოს განცხადება

30 ოქტომბერი 2024, 20:27 287 ნახვა

საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს და შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს.
როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა აღნიშნა, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო, ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე, კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან, 271-მა, ასევე უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.
პარლამენტის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შესწორების ოქმი დაიწერა 264 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 8.49%-ია. 188 (6.04%) შესწორების ოქმი შეეხებოდა ხმებს, 104 (3.34%) დანარჩენ მონაცემებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში