ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, ერთგული იქნება ეუთო/ოდირის დასკვნის - პაპუაშვილი

31 ოქტომბერი 2024, 11:15 300 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არჩევნების შესაფასებლად ეუთო/ოდირის დასკვნას უნდა დაჰყრდნობოდა, ჩნდება განცდა, რომ არსებობს სურვილი ამ დასკვნის გვერდის ავლის და სხვა ანგარიშებზე დაყრდნობის.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი, ეუთო/ოდირის დასკვნის ერთგული დარჩება.

„დღევანდელ ბრიფინგზე მინდა ასევე მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით. პირველი საკითხი, რომელიც მათ შორის, ევროკავშირთან კავშირშია არის ის, რომ ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს აღქმას, რომ ხომ არ ხდება, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდრის დასკვნისა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.

ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორს, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირმა თავის ანგარიშში წერილობითად და ზეპირად, ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში