გოდერძის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

14 აპრილი 2017, 00:00 4493 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე, მოძრაობა აღდგა. დიდთოვლობის გამო, 5 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. თოვლის საფარის სიმაღლე  აქ  3 მეტრს აღწევს.

ადილზე საქართველოს საგზაო დეპარტამენტის 6 ერთეული ტექნიკა მუშაობს.  

საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის,  განცხადებით, გზის გაწმენდის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. იგეგმება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

ამავე კატეგორიაში