აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 850 მილიონ 100 ათასი ლარი იქნება

31 ოქტომბერი 2024, 12:38 341 ნახვა

აჭარის  2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 850 მილიონ 100 ათასი ლარი იქნება. მინდინარე წელთან შედარებით, რეგიონის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 11,2% გაიზარდა. აღნიშნული საკითხი, დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაიზარდა  შემოსულობების, საგადასახადო შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივების ნაწილი. 2025 წელს დაფინანსება ეზრდება ფინანასთა და ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცავის სამინისტროებს. ასევე, თანხები დაემატება მუნიციპალიტეტების ტრანსფერს და იგი  435 მილიონ 234 ათასი ლარით განისაზღვრება.

აჭარის მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში გუშინ გადაიგზავნა, დღეს კი ბიუროს სხდომაზე განსახილველად კომიტეტებში ჩაუშვეს. წამყვანი კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტოა, რომელმაც 18 ნოემბერს ფინანსური დოკუმენტი რეგიონის მთავრობას შენიშვნებით უკან უნდა დაუბრუნოს.  

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღება აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალ მოწვევას მოუწევს. ბიუჯეტი რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე ხუთშაბათს უნდა დაამტკიცოს. დღესვე ბიუროს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის ვადები განსაზღვრეს და ორი კვარტლის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში