ოპოზიცია ორშაბათიდან აქციებს აანონსებს

01 ნოემბერი 2024, 14:55 251 ნახვა

ოპოზიცია პირველ საპროტესტო აქციას 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე გამართავს - ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა კონსულტაციების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მათი თქმით, სამოქმედო გეგმა ცნობილი აქციაზე გახდება.

შეხვედრებს და ბრიფინგს ''გახარაია საქართველოსთვის'' წევრები არ ესწრებოდნენ.

დღეს კი ,,კოალიცია ცვლილებებისთვის“   ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა კარვების საჭიროებაზე. 

ოპოზიციის განცხადებებში სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს ხედავენ ქართული ოცნების წევრები. მათი თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში