საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს

03 ნოემბერი 2024, 12:01 257 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური დიპლომატებს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.

„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში