ოთხი წლის წინ ოპოზიციამ ხელი მოაწერა პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ ყველა შევიდა, ახლა ეს სცენარი უკვე ფარსად მეორდება - პაპუაშვილი

04 ნოემბერი 2024, 11:25 311 ნახვა
 

უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოთხი წლის წინ, 3 ნოემბერს შედგა ოპოზიციის შეკრება „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა პარლამენტში, ახლა ეს უკვე როგორც ფარსად, ისე მეორდება.

„კვლავ მიწევს თქვენს წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

 

ტრაგედიად, ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა. ზუსტად 4 წლის წინ, სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის სამ ნოემბერს შედგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა, „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა.

 

ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება. იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, თუმცა ამ ფარსს უკვე ყველა კარად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად არგუმენტს რომ ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რაც აჩვენებს, ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან რაოდენ დიდ თაღლითობასთან გვაქვს საქმე.

 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში