პრეზიდენტის არჩევის წესი

14 აპრილი 2017, 00:00 2314 ნახვა

როდის აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი განახლებული წესით, ჯერჯერობით უცნობია. უმრავლესობა სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.  მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით 2023 წელს არჩევენ.

მომდევნო არჩევნები კი კვლავ პირდაპირი წესით მოხდება. მდინარაძის თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან წინ საერთო სახალხო და საპარლამენტო განხილვებია ჩასატარებელი. ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, კი თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ამავე კატეგორიაში