საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება

05 ნოემბერი 2024, 10:01 258 ნახვა

ოპოზიციური პარტიები  პროტესტის გამოსახატად ამ წუთებში სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან იკრიბებიან.  ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტს  ყოველდღიური სახე ექნება, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და მოქალაქეების პროტესტი რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

საპროტესტო აქცია გუშინ გვიან ღამით დასრულდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები  რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.  შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს.

მთავარი მოთხოვნაა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. გუშინდელ აქციას პარლამენტის თავმჯდომარემ ქუჩაში გამართული სეირნობა უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში