პრემიერი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

07 ნოემბერი 2024, 20:01 223 ნახვა

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარული პროექტებისა და დიალოგის მექანიზმების მეშვეობით. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში