არსებობს სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, ამას საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება  - შარლ მიშელი 

08 ნოემბერი 2024, 14:31 228 ნახვა

არსებობს სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რასაც საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, საჭიროა სიცხადე ამ პროცესის შესახებ.

„პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, არსებობს სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რასაც საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამის თაობაზე ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე და პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა ეს თემა“, -  განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში