2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

08 ნოემბერი 2024, 15:15 262 ნახვა

ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ, დღეს კი თავის მართლება უწევთ და  საუბრობენ არარსებულ გაყალბებაზე - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ 890 000-ით მეტი ხმა აიღო და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.

„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე, როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა, რათა არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე. სინამდვილეში, საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში