მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, თქვენ მაგივრად აძლევენ ხმას და გპარავენ მომავალს, იქ რევოლუციაც, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია - მამუკა ხაზარაძე

09 ნოემბერი 2024, 17:12 258 ნახვა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, მათ მაგივრად აძლევენ ხმას და პარავენ მომავალს, იქ რევოლუცია, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია".

მამუკა ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.

„რამეს რევოლუციურს ხედავთ? მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, თქვენ მაგივრად აძლევენ ხმას და გპარავენ მომავალს, იქ რევოლუციაც, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია. საელჩოს კითხეთ, მე ნუ მკითხავთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა, ამის მაგალითს წარმოადგენს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში