ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას - რატი ბრეგაძე

09 ნოემბერი 2024, 17:27 282 ნახვა

ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.

„როგორც ვიცი, ოპოზიციონერების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გააკეთა განცხადებები და მათ მინდა, შევახსენო ევროპის და გერმანიის ისტორია, რას უკავშირდება 9 ნოემბერი. გერმანიაში ეს გულისხმობს გერმანიის კედლის დაცემას. ეს მათთვის ისტორიული დღეა და შესაბამისად, როდესაც საელჩო ამის შესახებ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, ისინი აღნიშნავენ საკუთარ ისტორიულ დღეს. ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო, ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა, ამის მაგალითს წარმოადგენს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში