საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს

15 აპრილი 2017, 00:00 2125 ნახვა

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს. ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, სავარაუდოდ, სამშაბათს შეიკრიბება. ამის შემდეგ კი კომისიის წევრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და კომისია კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველად ვერსიას მიიღებს. სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გაგრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობაც. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღების შემდეგ საყოველთაო სახალხო განხილვები გაიმართება. პარალელურად კი მთავარი კანონის ახალი რედაქციის ვერსია ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ამავე კატეგორიაში