ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

10 ნოემბერი 2024, 11:58 255 ნახვა

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.  ოპოზიცია ქვეყნის ინსტიტუციებს არ ენდობა და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა და ყველა სხვა სახელმწიფო უწყება ქართული ოცნების დავალებებს ასრულებს და მიმდინარე გამოძიება ფარსია. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ისევ მოუწოდებს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებების გაკეთების ნაცვლად მტკიცებულებები წარადგინონ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში