საპროტესტო აქცია ორბელიანების სასახლესთან

11 ნოემბერი 2024, 10:52 222 ნახვა

შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

შეკრებილების თქმით, აქციის მიზანია ევროპელ პარტნიორებამდე მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის მიტანა – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

ამასთან ორბელიანების სასახლესთან აქციაზე „კოალიცია ცვლილებების“ გარდა იმყოფებიან ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენლებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში