ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართვა რუსთაველის გამზირზე

11 ნოემბერი 2024, 21:19 278 ნახვა

„ვიღაც ცდილობს, თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა წაგართვათ, წაგართვათ ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა. არ დანებდეთ. იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის. იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობისთვის“, – ასეთი მოწეოდება გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

როგორც პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე განაცხადა, „არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა“.

„არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ევროპის შემადგენელი ნაწილი. არსებობს ესტონური გზა, ბალტიისპირეთის გზა, პოლონური გზა, გერმანული, ფრანგული გზა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო, რომ მოხვდეთ ევროპაში. ასე რომ, იქონიეთ გეგმა, შეასრულეთ ის, იმუშავეთ, რადგან თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ის უნდა მოიპოვო 24-საათიანი მძიმე მუშაობით. ჩვენ ამ გზაზე ყოველთვის თქვენთან ვიქნებით. თქვენ ხართ ევროპა“, – განაცხადა პავილიონისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში