აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 11%-ზე მეტით იზრდება და 850 მილიონ ლარს აჭარბებს

15 ნოემბერი 2024, 17:05 303 ნახვა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 11%-ზე მეტით იზრდება და 850 მილიონ ლარს აჭარბებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’კანონპროექტისა და თანმდევი ავტონომიური რესპუბლიკის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ, მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმოუდგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. იზრდება, როგორც კაპიტალური ხარჯების, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი სპეციალური ტრანსფერების მოცულობა.

პროექტის თანახმად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 12%-ით და შეადგენს 144 060 500 ლარს, 6%-იანი ზრდაა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტში, რომელიც 151 000 000 ლარით განისაზღვრა,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 7%-ით იმატებს და  65 500 000 ლარია,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 15%-იანი ზრდით - 36 820 500 ლარს შეადგენს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა მხარი დაუჭირა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში