ცესკო მარკერების მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს აქვეყნებს

15 ნოემბერი 2024, 18:17 258 ნახვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ "პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად."
მასში ნათქვამია, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები ცესკოს "სმარტმატიკმა" მიაწოდა, რასაც ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება.
ცესკო კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებულ წერილსაც აქვეყნებს, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ „სმარტმატიკისგან“ მიიღო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში