ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა ე.წ. ვადამდელი არჩევნების შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებაზე უარი განაცხადეს

16 ნოემბერი 2024, 19:24 312 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ, ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა, მხოლოდ, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე იქნებიან.

მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები „სამთავრობო“ შენობებს დატოვებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში