ფაშისტია ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს უკვე მეორედ სახლში მიუვარდა - შალვა პაპუაშვილი

17 ნოემბერი 2024, 10:02 255 ნახვა

ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს უკვე მეორედ სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პაპუაშვილის თქმით, "პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა."

„რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი. თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს. პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია“, ვინც რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში