ირაკლი კობახიძემ ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზია 2024-ში გამარჯვება ვიდეოზარით მიულოცა. ვიდეო

17 ნოემბერი 2024, 11:25 248 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზია 2024-ში გამარჯვება ვიდეოზარით მიულოცა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის ანდრია ფუტკარაძეს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„გილოცავ, ანდრია. მაგარი ბიჭი ხარ და მაგრად იმღერე. კიდევ ძალიან ბევრი წარმატება! დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გექნება მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა მილოცვისას.

ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულმა, ანდრია ფუტკარაძემ ირაკლი კობახიძეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გმადლობ, პრემიერ-მინისტრო. ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს ქვეყანას. მადლობა საქართველოს!“ – განაცხადა ანდრია ფუტკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში