ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოზე იმსჯელებს - წინასწარი განცხადებები

18 ნოემბერი 2024, 14:44 222 ნახვა

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო, რომელზეც 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

საბჭოს დღის წესრიგის პირველი საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე ევროკავშირის პასუხია.  

ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-თან 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.

შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა საქართველოს ევროპული მომავლის  შესახებ განცხადებები გააკეთეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში