აქცია თბილისში

19 ნოემბერი 2024, 14:11 281 ნახვა

საპროტესტო აქცია გრძელდება მელიქიშვილის გამზირზე. მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, ამ დრომდე ქუჩაში რჩებიან.  გამთენიისას აქციის დაშლის მიუხედავად, ისინი ტერიტორიას არ ტოვებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ვითარება დილის შემდეგ აღარ დაძაბულა და დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის აღარ გაგრძელებულა.  

ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ სამართალდამცველები ისევ დააპირებენ მათ დაშლას, წინააღმდეგობას გაუწევენ. არსებული ინფორმაციით 16 პირია დაკავებული, მათ შორის სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

იზოლატორი ასევე ხელწერილის საფუძველზე დატოვა მთავარი არხის ოპერატორმა, რომელმაც მედიასთან განაცხადა რომ სამართალდამცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში