ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აქციაზე 7 ნოემბერი მიულოცეს

19 ნოემბერი 2024, 21:44 246 ნახვა

გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს, - ასე მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფს კვლავ აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის, შეურაცხყოფისა და უცენზურო შეძახილების ფონზე უხდება მუშაობა. ისინი ცდილობენ ხმაურით, ხელი შეუშალონ „იმედის“ ეთერში პირდაპირ ჩართვას და გადამღები ჯგუფის მუშაობას, ასევე ცდილობენ, არ მისცენ გადაღების საშუალება ოპერატორს. ამასთან, გადამღებ ჯგუფზე ზეწოლა პირდაპირ ეთერში ჩართვის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ჟურნალისტს შეასხეს წყალი და სცადეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში