სოლიდარობა ტვ „იმედს“ - მამუკა მდინარაძე

19 ნოემბერი 2024, 22:02 284 ნახვა

ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!  - წერს ,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!..“ - განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციის აქციაზე ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს და მის ოპერატორს აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს. ამის გამო ტელეკომპანია იძულებული გახდა გადამღები ჯგუფი აქციიდან მოეხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში