„კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი“ - შალვა პაპუაშვილი

20 ნოემბერი 2024, 22:45 261 ნახვა

შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე

კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პაპუაშვილის განცხადება არის გამოხმაურება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებაზე, სადაც იგი ამბობს, რომ „კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი“.

პაპუაშვილის განცხადებით „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო, სწორედ ამ პოზიციიდან იყო მიღებული.

„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე. სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში