აჭარის კულტურის ცენტრის ანსამბლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა

21 ნოემბერი 2024, 14:18 325 ნახვა

აჭარის კულტურის ცენტრებთან არსებულ ანსამბლებსა და  ბათუმის სალოტბარო სკოლას მუსიკალური ინსტრუმენტები და სასცენო სამოსი გადაეცათ. 

ფოლკლორის პოპულარიზაციისა და  ხელშეწყობის  პროგრამის ფარგლებში განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  წელს  26 000 ლარად  ჭიბონები, სხვადასხვა სახის დოლი და ფანდურები   შეიძინა, 161 სასცენო სამოსისა და აქსესუარებისთვის კი, სამინისტროს ბიუჯეტიდან 55 220 ლარი დაიხარჯა.

შეძენილი ნივთები  ანსამბლებს დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში