ფესტივალი „განდაგანა“ იწყება

21 ნოემბერი 2024, 20:14 353 ნახვა

ხვალ, ფესტივალი „განდაგანა „ იწყება. ბათუმი, ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუმრებს საშუალება ექნებათ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.
მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში