‘’ფესტივალიდან ფესტივალამდე’’ - კვირეული დღეს დასრულდა. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტზე დღეს მსმენელის წინაშე მუსიკოსებთან ერთად ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარსდგა.
პროექტ ‘’მომავლის ვარსკვლავების’’ მონაწილეებისთვის ხვალ მასტერკლასები გაიმართება, რომელსაც მოწვეული პროფესორები ჩაატარებენ. ფესტივალი ხუთი დღე გაგრძელდა და მასში ორკესტრები, ვირტუოზი მუსიკოსები საქართველოდან, ამერიკიდან და თურქეთიდან მონაწილეობდნენ.