მეექვსე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა სამშაბათს, 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კვლავ დავით გაბაიძე წარადგინეს. ასევე, განიხილეს კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობრივი გადანაწილების საკითხიც.