პროტესტი პირველი სხდომის პარალელურად

24 ნოემბერი 2024, 12:43 207 ნახვა

ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტი იკრიბება - ისტორია კი მეორდება. ისევე როგორც 4 წლის წინ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას არ აპირებს.

შეიცვლიან თუ არა აზრს ხელისუფლების ოპონენტები ისე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში - ეს ჯერ უცნობია.

ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პირველ სხდომას პარლამენტს გარეთ პროტესტით შეხვდება. გეგმა გაწერილია - შეკრება დღეს 21 საათზე დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან ღამისთევა იქნება. გაიშლება კარვებიც.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში