საპარლამენტო სიების ჩახსნის საკითხი

24 ნოემბერი 2024, 12:49 225 ნახვა

იქნება თუ არა ერთსულოვანი ოპოზიცია სიების ჩახსნის საკითხში? ვინ რა ფორმით იტყვის უარს მანდატზე? სიების ჩახსნაზე ცესკოს, ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კოალიციამ „ცვლილებებისთვის“  მიმართეს. ორივე სუბიექტი ახლაც ირწმუნება, რომ მზადაა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოიყენოს.
განცხადებები გამზადებული აქვთ „ძლიერ საქართველოშიც“, თუმცა დანარჩენ 3 სუბიექტს სთავაზობენ - მანდატებზე უარი კოლექტიურად თქვან.
გახარიას პარტია კი საერთოდ არ ჩქარობს. ექსპრემიერის გუნდში აცხადებენ, რომ სხვებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, როდის და რა ფორმით მიმართონ პარლამენტს. ოპოზიციის საჯარო დაპირების მიუხედავად, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები საკუთარი ამომრჩევლისთვის მიცემულ სიტყვას ადრე თუ გვიან გატეხენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში