ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დაიწყო

24 ნოემბერი 2024, 20:08 379 ნახვა

“პირველი ავტოგრაფი“ მეოთხედ _ თეატრალური ფესტივალი, რომელშიც სასკოლო დასები მონაწილეობენ დღეს გაიხსნა. საზეიმო ღონისძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ბავშვთა ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი“ წარდგება მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “ამირანის ბავშვობა“.

სპექტაკლი არასაკონკურსოა, ხვალიდან კი საფესტივალო ნამუშევრების საპრემიერო ჩვენებები იწყება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ოთხ თეატრალურ დადგმას ნახავს მაყურებელი და ჟიური, რომელიც სასკოლო დასების სპექტაკლებს შეაფასებს.

ჟიურის წევრები არიან რეჟისორი ლევან წულაძე, დრამატურგი თამარ ბართაია, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი და თანატოლი ჟიური. წელს გაზრდილია ფესტივალის მასშტაბები და მასში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ათობით დასი მონაწილეობს, ასევე საკვირაო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფი საფრანგეთიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში