თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

24 ნოემბერი 2024, 21:01 275 ნახვა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ისინი გეგმავენ, მსვლელობით გაემართონ საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც კარვების გაშლას და ღამის გათენებას აპირებენ.

აქციის მონაწილეები ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და 25 ნოემბერს ჩანიშნული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვისთვის ხელის შეშლას აანონსებენ.

შეკრებილები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში