ხვალ, 12:00 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

24 ნოემბერი 2024, 21:56 204 ნახვა

ხვალ, 12:00 საათზე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

რეგლამენტის თანახმად, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება.

რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს.

პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: - აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. 

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, 14 - “ძლიერ საქართველოს“, 12 - პარტიას “გახარია საქართველოსთვის“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში