პრეზიდენტის განცხადება

25 ნოემბერი 2024, 10:01 172 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - განცხდებას ამ შინაარსით სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა ''იქსზე'' ავრცელებს. პრეზიდენტი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური.

"მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში