მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 წევრის უფლებამოსილება ცნო

25 ნოემბერი 2024, 12:59 251 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. 

კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკო-ს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.

ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

150 წევრიან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში