„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა

25 ნოემბერი 2024, 09:50 175 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვარამიას ჟურნალისტებთან გამგზავრების მიზნებზე ვრცლად არ უსაუბრია. მან მედიის კითხვების საპასუხოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მიემგზავრება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიატოვა აქციის მონაწილეები და რატომ არ იმყოფება მათ გვერდით, გვარამიამ განაცხადა, რომ დემონსტრანტები არ მიუტოვებია და უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდის ევროპარლამენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში