პარლამენტის თავჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

25 ნოემბერი 2024, 13:56 240 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს.

მანამდე კი, მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში