დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება

26 ნოემბერი 2024, 12:00 295 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბება. მეექვსე მოწვევის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა 12 საათისთვის არის ჩანიშნული.

სხდომას ტრადიციულად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის, რის შემდეგაც მას უკვე უმაღლესი საბჭოს უხუცესს წევრს გადააბარებს და ასეთი ამ მოწვევაში დავით თედორაძეა.

პირველი კანონმდებელი რეგიონში კვლავ დავით გაბაიძე იქნება, სწორედ ის წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.  

დღესვე დეპუტატები აირჩევენ როგორც თავმჯდომარეს, ასევე მის მოადგილეს და კომიტეტების ხელმძღვანელებს.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრიანია, აქედან 13 მანდატი მმართველმა პარტიამ მოიპოვა, დანარჩენი კი ოპოზიციაზე გადანაწილდა. ოპოზიცია კი  უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს. 

პირველი სხდომის პარალელურად, მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, ისევე როგორც პარლამენტის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჩაენიშნა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა.

 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში