პეტრე ზამბახიძე ''ერთიან ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს

18 აპრილი 2017, 00:00 5741 ნახვა

პეტრე ზამბახიძე „ ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს. „რადიო აჭარასთან“ საუბარში პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ იმ ღირებულებების მატარებელ გუნდში გადადის, რომელთან ერთადაც პოლიტიკაში მოვიდა.

პეტრე ზამბახიძე კონკრეტულ ვადას არ აზუსტებს და აცხადებს, რომ შესაბამის განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განცხადებას დეპუტატი 20 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გაახმოვანებს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში