საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა - პარმენ ჯალაღონია

26 ნოემბერი 2024, 12:31 354 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. პარმენ ჯალაღონიამ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შედეგების შესაბამისად მანდატების გადანაწილებაზე ისაუბრა.

საარჩვენო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა. ესენია:

"კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 1 მანდატი

 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა"- 4 მანდატი

 

"ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"- 1 მანდატი

 

"გახარია საქართველოსთვის"- 2 მანდატი

 

"ქართული ოცნება"-13 მანდატი

პარმენ ჯალაღონიამ კანონის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს ახალარჩეული წევრების სიაც წაარდგინა.

"კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"- მირდატ ქამადაძე;

 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა"- ელგუჯა ბაგრატიონი, მიშა ბოლქვაძე, ედიშერ ჟღენტი, ლია ჯაყელი;

 

"ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - გენადი თებიძე;

 

"გახარია საქართველოსთვის" - გოჩა გუგუნავა, ირაკლი ბოლქვაძე;

 

"ქართული ოცნება" - დავით გაბაიძე, გოგი ფუტკარაძე, ტიტე აროშიძე, რამაზ ჯინჭარაძე, ცოტნე ანანიძე, მინდია დიასამიძე, ვახტან ბერიძე, მამუკა თურმანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, დავით თედორაძე, ფატი ხალვაში.

პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, არჩევნების შეფასებისას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სადამკვირვებო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა.

"უმაღლესი საარჩევნო კომისია მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობთ, ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები ღია იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებულ ორგანიზაციებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელს და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს"-განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

 

 

 
 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში