აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

26 ნოემბერი 2024, 13:34 473 ნახვა

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად, მესამე ვადით, დავით გაბაიძე აირჩია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, დავით გაბაიძე, "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრაზე დასახელდა. სხდომაზე კი, დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გოგი ფუტკარაძემ, ფრაქციის სახელით წარადგინა.

დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

დავით გაბაიძე საკანონმდებლო ორგანოს 2016-2020 და 2020-2024 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, უმაღლესმა საბჭომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღიაობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.

დღესვე დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილე უნდა არჩიონ. 

მეექვსე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში