ხულოს საკრებულოს სხდომა

26 ნოემბერი 2024, 14:08 215 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ხულოში. დეპუტატებმა 2024 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, კერძოდ ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე მიღებული ფინანსური აქტივების აიპებში გადატანას დაუჭირეს მხარი.

პარალელურად მოისმინეს ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე - აჭარის ტრანსფერიდან მიღებული მილიონზე მეტი ლარი მოსახლეობის გადაწყვეტილებით სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდა, რომლის უმეტესობა უკვე დასრულებულია.

მიმდინარე წლის საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში