მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა

26 ნოემბერი 2024, 18:02 224 ნახვა

მე-6 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა შედგა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის გარეშე 13-ი დეპუტატის მხარდაჭერით სცნო. საკმარისი იყო 11- ი ანუ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს ახალ მოწვევას არ აღიარებს და მანდატებზე უარს ამბობს, მმართველი გუნდი კი მათ სხდომათა დარბაზში არსებული ცარიელი ადგილების შევსებისკენ მოუწოდებს.
უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს მოლოდინი აქვს, რომ ოპონენტებს საკანონმდებლო ორგანოში მალე იხილავს. მას „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია უკვე მესამედ ანდო და დეპუტატების სრული მხარდაჭერაც მოიპოვა.
ასევე 13-ი ხმით აირჩიეს დავით გაბაიძის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.
იგი უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ასევე ახალი სახეა გოგი ფუტკარაზე, რომელიც დღეს თანაგუნდელებმა ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში