მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა

26 ნოემბერი 2024, 19:55 247 ნახვა

მე-6 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო საქმიანობას უკვე შეუდგა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის გარეშე 13-ი დეპუტატის მხარდაჭერით სცნო.
ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს ახალ მოწვევას არ აღიარებს და მანდატებზე უარს ამბობს. მეექვსე მოწვევის უმაღლეს საბჭოს დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობა მესამედ დაიკავა. უმაღლესი საბჭო შეიკრიბა, ახლა უკვე ახალი დეპუტატები ახალი მთავრობის მოლოდინში არიან.
კანონით 2 კვირის ვადაში პრეზიდენტმა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, რისი მოლოდინიც მმართველ გუნდს არ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თარიღიც კი არ ჩანიშნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში