მინისტრობის კანდიდატების მოსმენა

27 ნოემბერი 2024, 14:55 229 ნახვა

დღეს პარლამენტში  მინისტრობის შვიდ კანდიდატს მოუსმინეს.  ფინანსთა, განათლების, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატების სამომავლო გეგმებს დეპუტატები გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე გაეცნენ. მინისტრობის კანდიდატებმა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე, მთავარ პრიორიტეტებზე, სფეროში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

განათლების მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია განათლება, რაზეც  მისი თქმით მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი. მისივე თქმით, სამინისტრო აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.    

სპორტის მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტსა  და მიღწეული წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება თინათინ რუხაძემ. მიხეილ სარჯველაძემ კი აქცენტი გააკეთა სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სისტემაზე.  

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ეკონომიკური სტაბილურობაა.  მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა  რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის.  მომავალ წელს გაზრდილ ბიუჯეტზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა ლაშა ხუციშვილმაც.  

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდ ლარამდეა ფინანსური რესურსი გამოყოფა დაგეგმილი სხვადასხვა პროექტისთვის. ირაკლი ქარსელაძემ აქცენტი გააკეთა მაგისტრალური გზების მშენებლობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში