შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატზე ოპოზიციის რეაქციას სწორი არჩევანით ხსნის

27 ნოემბერი 2024, 22:31 232 ნახვა

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეს განაცხადება ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების შემდეგ დაწყებულ ნეგატიური შეფასებების საპასუხიოდ გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეი,ლ ყაველაშვილი იქნება ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი და ესაა მთავარი ამბავი ქვეყნის ნომინალურიო პირველი პირის არჩევის დროს.

„როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – შალვა პაპუაშვილი.

 პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა. პრეზიდენტის არჩევნები არაპირდაპირი წესით, 14 დეკემბერს გაიმართება. წლის ბოლომდე კი მოხდება პრეზიდენტის ინაგურაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში